Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ეკა ლეკაშვილი

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. არის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი მონოგრაფიის, 3 წიგნის, 6 სახელმძღვანელოს და დამხმარე სახელმძღვანელოს. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის და წარმატებული საგრანტო პროექტის მონაწილე და კოორდინატორი. აქტიურად მონაწილეობს უცხოეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან (ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, პირეიუსის უნივერსიტეტი, ბრუნელის უნივერსიტეტი, გრენობლის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ა.შ.) კავშირების გაღრმავებაში.